1791316484
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – აშშ-ის მიერ ტაივანის რეგიონისთვის იარაღის მიყიდვას კვლავ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით
ჩინეთის პოზიცია ნათელია, ჩვენ აშშ-ის მიერ ჩინეთის ტაივანის რეგიონისთვის იარაღის მიყიდვას კვლავ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გო ძიაკუნმა განაცხადა
გო ძიაკუნმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ერთიანი ჩინეთის პრინციპი უნდა დაიცვას, როგორც ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები.
„ტაივანის საკითხის მოგვარება თავად ჩინელების საკითხია, რომელიც გარე ჩარევას არ იტანს. აშშ-ის მხარემ უნდა განახორციელოს ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე მიღწეული მნიშვნელოვანი საერთო შეთანხმებები, დაიცვას ერთიანი ჩინეთის პრინციპი“, – აღნიშნა ძიაკუნმა.
ცნობისთვის, ორ ოქტომბერს სამხედრო შეთანხმების ფარგლებში, ტაივანმა აშშ-სგან ორი ერთეული „ეფ-16 ვი ბლოქ 70“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები მიიღო.










