1791316484
წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. N 4-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 10/7/2026 15:00 დან 10/8/2026 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მიტროფანე ლაღიძის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის შესახვევებით და ჩიხებით, ბესიკის ქუჩებს










