ჩინეთის პრეზიდენტი აზიაში ვიზიტსა და აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს - WSJ

ბაიდენი

COVID-19-ის პანდემიის შემდეგ პირველად, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი ლიდერების შეხვედრისთვის მუშაობას აგრძელებს, განსაკუთრებით ტაივანისა და ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე.

წყარომ ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენი ღიაა პირისპირ ვიზიტისთვის, მათ შორის ნოემრის დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ინდონეზიაში.

"ჩვენ არ გვაქვს რაიმე ცნობა დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ". - აღნიშნავს ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი.

ჩინეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 28 ივლისს შედგა და 2 საათი გაგრძელდა. ლიდერებმა დაძაბულ მოლაპარაკებებსა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.