პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩინეთის ხელისუფლება 8 იანვრიდან ქვეყანაში ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინს გააუქმებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ჩინეთი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შერბილებისკენ.
ჩინეთს სამი წლის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდა საზღვარი. 8 იანვრიდან შეზღუდვები მოიხსნება მათთვის, ვისაც სამუშაო და სასწავლო ვიზები აქვთ ან ახლობლების მონახულება სურთ.
აღსანიშნავია, რომ პეკინში შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება მაშინ გამოაცხადეს, როდესაც ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდებოდა. გავრცელებული ცნობებით, კოვიდპაციენტების გაზრდილი რაოდენობის გამო საავადმყოფოები გადატვირთულია.
ჩინეთში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის რამდენი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ჯერ უცნობია, რადგან მთავრობამ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა. გასულ კვირას კოვიდინფექციის დღიური მაჩვენებელი 4 000 შემთხვევას აღწევდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წლის ბოლომდე ჩინეთში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით 1-დან ორ მილიონ ადამიანამდე დაიღუპოს.