ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
ვერავინ მოიგებს სავაჭრო ომს, – ასე პასუხობს ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას.
შესაბამისი განცხადება აშშ-ში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა ლიუ პენგიუმ „სიენენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
პენგუმ აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ამერიკასთან ანტინარკოტიკულ ოპერაციებში თანამშრომლობას და „იდეა, რომ ჩინეთი განზრახ უშვებს ფენტანილის შეღწევას აშშ-ში, სრულიად ეწინააღმდეგება ფაქტებსა და რეალობას.“
„აშშ-ის ტარიფების საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთს მიაჩნია, რომ ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია. ვერავინ მოიგებს ვერც სავაჭრო და ვერც სატარიფო ომს“, – განუცხადა ლიუმ „სიენენს.“
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801