ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება ოქროსთან და სხვა ძვირფას ლითონებთან დაკავშირებით
1770497225
ჩინეთში ახალგაზრდა ქალმა ხველების შედეგად ნეკნების მოტეხილობა მიიღო. 20 წლის გოგომ, რომელიც ასთმით იყო დაავადებული ძლიერი ხველების შედეგად 10 ნეკნი მოიტეხა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
როგორც ექიმებმა დაადგინეს, პაციენტს კალცის, ფოსფორისა და D ვიტამინის კრიტიკული დეფიციტი აღენიშნებოდა, რამაც ძვლების სიმკვრივის დაქვეითება გამოიწვია. D ვიტამინის ნაკლებობა, სავარაუდოდ, მზის საწინააღმდეგო საცხების ხშირი მოხმარებით იყო გამოწვეული, რამაც ულტრაიისფერი სხივების ბლოკირება გამოიწვია.
პროცესს ხელი იმანაც შეუწყო, რომ ის ქუჩაში იშვიათად გადიოდა, რადგან სურდა რომ ღია ფერის კანი ჰქონოდა.