VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
ამაზონის ჯუნგლებში, 31 დღით დაკარგულმა კაცმა, 30 წლის ჯონათან აკოსტამ თავი ჭიების ჭამით გადაირჩინა. ამის შესახებ BBC წერს.
აკოსტამ ბოლივიის ჩრდილოეთ ნაწილში 4 მეგობართან ერთად სანადიროდ წავიდა, თუმცა ჯგუფს ჩამორჩა და ერთი სრული თვე ამაზონის ჯუნგლებში დაიკარგა.
როგორც თავად იხსენებს, ფეხსაცმელში წვიმის წყალს აგროვებდა და სასმელად იყენებდა.
„ვერ დაიჯერებთ, გადარჩენისთვის რამდენიმე რამ გავაკეთე - ჭიებს, მატლებს, მწერებსა და ველურ ხილს ვჭამდი", - ამბობს ის. ერთი თვის შემდეგ 30 წლის კაცს სამაშველო ჯგუფმა მიაგნო, რომელშიც მოხალისეობრივად მისი მეგობრებიც იყვნენ გაწევრიანებულები. აღმოჩნდა, რომ მან წონაში 17 კილოგრამი დაიკლო, დაზიანებული აქვს ტერფი და ორგანიზმი დეჰიდრატირებულია.
„გთხოვ, გამიყვანე აქედან“ - ყვიროდა აკოსტა და საბედნიეროდ მისი ხმა სამაშველო ჯგუფმა გაიგონა.
ჯონათანი ამბობს, რომ არასდროს წავა სანადიროდ და ამის ნაცვლად მუსიკას გაუკეთებს ღმერთს, რომელმაც „ახალი სიცოცხლე მისცა“.