„ჩემი ბავშვობის საძინებელი…“ – ბელა ჰადიდი ლოს-ანჯელესის ხანძარზე სულის შემძვრელ პოსტს ავრცელებს

ბელა ჰადიდი

 როგორც ცნობილია, ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად უკვე 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა, მათ შორისაა ჰოლივუდელი ვარსკვლავების საცხოვრებელი სახლები.

სახლი დაეწვა მოდელ, ბელა ჰადიდის. საუბარი იმ საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელშიც ბელა გაიზარდა და ამჟამად მისი დედა, იოლანდა ცხოვრობდა.

მოდელმა „ინსტაგრამზე“ ცეცხლწაკიდებული სახლის ფოტოები გაავრცელა, წარწერით:

„ჩემი ბავშვობის საძინებელი…“