დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია და ბევრი ადამიანი მის ასაწყობად საგანგებოდ ემზადება, სახლში ყველაზე საინტერესო სივრცეს ეძებს, რომ იქ განათავსოს, ყიდულობს უამრავ სათამაშოსა და განათებას და სურს, განწყობა შეიქმნას.
თუმცა, ნელ-ნელა საახალწლო არდადეგები დასასრულს უახლოვდება და დგება დრო, როცა ნაძვის ხე უნდა ავიღოთ და მომდევნო წლისთვის შევინახოთ. თურმე არსებობს წესები, რომლებიც ნაძვის ხის აღებასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა, რომ სახლში წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ. ეს, პირველ რიგში, თარიღს ეხება.
აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ. ამიტომ, ის წესები, რომლებსაც 31 დეკემბრისთვის ვიყენებთ, კვლავაც აქტუალურია. ითვლება, რომ ნაძვის ხე ძველით ახალ წელსაც უნდა იდგეს სახლში.
არსებობს ტრადიცია, რომ ნაძვის ხე სახლში 19 იანვრამდე, ნათლისღებამდე უნდა გვქონდეს. ნათლისღების შემდეგ შობის პერიოდი მთავრდება და მასთან ერთად ნაძვის ხის მიერ შექმნილი სადღესასწაულო ატმოსფეროც ქრება.
გარდა ამისა, არის ერთი ასეთი ხალხური წარმოდგენა - თუ ნაძვის ხეს წიწვები სცვივა და იშლება, ის რაც შეიძლება, მალე უნდა აიღოთ. ცუდის ნიშნად განიხილება და ძველად თვლიდნენ, რომ შესაძლოა, ამ გზით სახლიდან იღბლის გასვლას ხელი შეუწყოთ... ვრცლად