ქართველი ბლოგერი ლოს-ანჯელესის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

გიორგი დანეია

„იუთუბერი“ და ბლოგერი გიორგი დანელია სოციალურ ქსელში ლოს-ანჯელესზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ადგილები, რომლებიც თამაშებიდან და ფილმებიდან ნამდვილი არც კი მეგონა, შარშან ფეხით მოვიარე. ახლა კი, ზუსტად ამ ადგილებში, ლოს-ანჯელესის ისტორიაში, ყველაზე დიდი ხანძარი მძვინვარებს. მიუხედავად ამისა, არ გადავდეთ ფრენა და სულ რამდენიმე საათში დავსხდებით LAX- ში. მთავარი იდეა მერაბის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის გულშემატკივრობა იყო, თუმცა , როგორც ჩანს, ამასთან ერთად ამ ტრაგედიის ამბებსაც გაგიზიარებთ“,- წერს გიორგი დანელია.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა16-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო თერთმეტი – ქალაქ პასადენას სამხრეთით. 

ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია თხუთმეტი ათასზე მეტი სახლი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Giorgi Danelia (@giodannell)