სიმდიდრის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც წელს გამდიდრდებიან
1736021856
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. დღეს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გადაისინჯოს. ადვოკატები სასამართლოს გირაოს სთავაზობენ, პროკურატურა კი პატიმრობას ითხოვს.
სხდომას ესწრებიან თავად აქციის დროს დაკავებულები, ნაწილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს.
სასამართლოზე ისაუბრა ასევე, ონისე ცხადაძემ.
"რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ცოტათი განსხვავებული დამნაშავე. თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატეთ," - მიმართა ონისე ცხადაძემ სასამართლომ.