გამოძიებულ უნდა იქნას მათი ქმედებები როგორც 2012 წლამდე, ასევე 2012 წლის შემდეგ - გელა ნიკოლაიშვილი საგამოძიებო კომისიაზე

გელა ნიკოლაიშვილი

ადვოკატი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი, გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ გამოძიებულ უნდა იქნეს, "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები, როგორც 2012 წლამდე, ასევე 2012 წლის შემდეგ.

მისი განმარტებით, ეს ორი პერიოდში გადაბმულია და 9 წლიანი ისტორიის გაგრძელებაა.

"იმ რეჟიმის ხელმძღვანელები, წარმმართველები, ძირითადად ისევ არიან პოლიტიკაში, ისევ განაგრძობენ მავნებლურ საქმიანობას, ამჯერად გადანაწილებულები არიან სხვადასხვა პარტიებში და რეალურად უცო სახელმწიფოს ინტერესებს გამოხატავენ. ეს ორი მოვლენა არის გადაბმული 9 წლიანი ისტორია და ამის შემდეგ ისტორიის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რა ხდებოდა იმ რეჟიმის შემდეგ, იმ რეჟიმის ხელმძღვანელები და შემქმნელები, როგორ აგრძელებდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და ამას უკავშირდება ეს ჩვენი შეთავაზება, რომ გამოძიებულ იქნას მათი ქმედებები, როგორც 2012 წლამდე, ასევე 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.