ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ბორის ჯონსონმა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ჩაშალა

ანდრეა ბაბბიში

 ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა, ჩეხური ტელევიზიის TN.cz-ის ეთერში ევროპის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდა და ეს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებელ პირობად მოიხსენია.

ბაბიშმა ასევე ისაუბრა გარე ჩარევის გამო, რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წელს სამშვიდობო შეთანხმების ხელიდან გაშვებული შანსის შესახებ. მისი თქმით, 2022 წლის აპრილში კიევი და მოსკოვი მაქსიმალურად ახლოს იყვნენ სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან, მაგრამ პროცესი უკრაინის დასავლელი პარტნიორების ჩარევის შემდეგ ჩაიშალა. მან პასუხისმგებლობა პირდაპირ დააკისრა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მაშინდელ ხელმძღვანელს, ბორის ჯონსონს.

"[რუსეთი და უკრაინა] შეთანხმებასთან 2022 წელს ახლოს იყვნენ, მაგრამ, ბორის ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა და ომის სწრაფი დასრულების შანსი ხელიდან იქნა გაშვებული", - განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.