დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა გამოაცხადა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნება.
რადიო თავისუფლების პროექტ Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, კადიროვმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ოპერატიული შტაბის თათბირზე მიზეზად ის დაასახელა, რომ ჩეჩნეთმა „გეგმა გადაჭარბებით შეასრულა“.
სიუჟეტი გროზნოში ჩატარებული თათბირის შესახებ 22 სექტემბერს აჩვენა ადგილობრივმა სახელმწიფო ტელეკომპანიამ. კადიროვის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩეჩნეთიდან მონაწილეობა უკვე მიიღო 20 ათასმა ადამიანმა და გეგმა 254%-ითაა შესრულებული. რა გეგმაზეა საუბარი, კადიროვს არ უთქვამს.
ჩეჩნეთის მეთაურის განცხადებითვე, უკვე მობილიზებული და უკრაინაში გაგზავნილი არიან ნათესავები იმ ქალების, რომლებმაც გროზნოში სცადეს ანტისაომარი მიტინგის გამართვა.