„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1759176190
კომპანიამ OpenAI ჩატ-ბოტ ChatGPT-ისთვის მშობელთა კონტროლის ფუნქცია აამოქმედა. ახალი ფუნქცია მოზარდებისა და მათი მშობლების ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. ამისთვის ერთმა მხარემ შესაბამისი მოთხოვნა უნდა გააგზავნოს, მეორე კი მას დაეთანხმოს.
მშობლები შეძლებენ შეუზღუდონ მოზარდს წვდომა კონტენტის ნაწილზე, სურათების გენერირების ან რედაქტირების შესაძლებლობაზე, დააყენონ „სიჩუმის რეჟიმი“, აკონტროლონ, იმახსოვრებს თუ არა ChatGPT წინა ჩატებს, გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა ამ საუბრების გამოყენება OpenAI-ის მოდელების საწვრთნელად. თუმცა, კომპანიის განცხადებით, მშობლებს არ ექნებათ წვდომა მოზარდების ჩატების გაშიფვრაზე.
თუ ნეიროქსელს გაუჩნდება ეჭვი, რომ მოზარდი ფსიქოლოგიურ ან ემოციურ კრიზისშია, OpenAI-ს თანამშრომლები მშობლებს საგანგებო შეტყობინებას გაუგზავნიან.
ახალი ფუნქცია 16 წლის კალიფორნიელი მოსწავლის, ადამ რეინის ოჯახის მიერ OpenAI-სა და მისი გენერალურ დირექტორ სემ ალტმანის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ფონზე გაჩნდა. 2025 წლის აპრილში რეინმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობის შესახებ ის ChatGPT-სთან რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა. რეინის ოჯახი ამტკიცებს, რომ ჩატ-ბოტმა ბიჭს თვითმკვლელობის დაგეგმვაში შეუწყო ხელი და სიკვდილამდე წერილის შედგენაც კი შესთავაზა.