"ბუდას რეინკარნაციად" მიჩნეულ კაცს ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გასამართლებული კაცი

ნეპალის სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელსაც ათასობით ადამიანი "ბუდას რეინკარნაციად" მიიჩნევდა. რამ ბაჰადურ ბამჯონს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.

მსჯავრდადებულმა თინეიჯერობისას საერთაშორისო ყურადღება იმით მიიპყრო, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნეპალის უღრან ტყეში, თითქმის 10 თვის განმავლობაში იჯდა ხის ქვეშ, გადაჯვარედინებული ფეხებით, "ბუდას პოზაში". მისი თაყვანისმცემლები ირწმუნებოდნენ, რომ ბამჯონს ამ დროის განმავლობაში არ ეძინა და არ იღებდა საკვებსა და წყალს.

სამხრეთ ნეპალის რაიონული სასამართლოს წარმომადგენლის განცხადებით, 33 წლის ბამჯონს დაზარალებულისთვის 3,750 დოლარის კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა.

მსჯავრდადებულის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.