1739361798
ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანსა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
![ვიქტორ ორბანი ვიქტორ ორბანი](https://primetime.ge/uploads/files/2022/05/21/13876/viqtor-orbani_w_h.jpeg)
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს, ალის ვაიდელს ხვდება.
შეხვედრა ბუდაპეშტში, ორბანის ოფიციალურ რეზიდენციაში მიმდინარეობს.
მანამდე ორბანმა გერმანულ მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრა ვაიდელის ინიციატივით დაიგეგმა. ვიქტორ ორბანისა და ალის ვაიდელის შეხვედრა გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე იმართება.