ბუდაპეშტის მიერ პოლონელი ოპოზიციონერისთვის თავშესაფრის მინიჭების გამო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი დაიბარეს

ბუდაპეშტის მიერ პოლონელი ოპოზიციონერისთვის თავშესაფრის მინიჭების გამო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი დაიბარეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ პოლონეთის შეშფოთება უნგრეთის მიერ პოლონელი ოპოზიციონერისთვის თავშესაფრის მინიჭებამ გამოიწვია.

საუბარია იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, მარჩინ რომანოსვკაზე, რომლის წინააღმდეგაც პოლონეთში საქმეა აღძრული.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელმაც პოლიტიკოსს, რომელზეც დაკავების საერთაშორისო ორდერია გაცემული თავშესაფარი მიანიჭა, ვარშავა არამეგობრულ აქტად აღიქვამს.

„თუ უნგრეთი არ შეასრულებს თავის ევროპულ ვალდებულებებს, პოლონეთში ამბობენ, რომ თხოვნით მიმართავენ ევროკომისიას, დაიწყოს უნგრეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 259-ე მუხლის შესაბამისად“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.