„ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია“ - ილონ მასკი

ილონ მასკი

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ილონ მასკი სოციალურ ქსელში დიდ ბრიტანეთში მართლმსაჯულების კუთხით არსებულ პრობლემებზე წერს.

"ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია" - წერს მილიარდერი და ტრამპის ადმინისტრაციის გავლენიანი პირი და აზიარებს ცნობილი ავსტრალიელი ბლოგერის პოსტს, სადაც წერია, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ ვერ შეძლო ეთნიკური წარმომავლობის კრიმინალების დევნა "რასისტის" იარლიყის შიშით.

პოსტში აღნიშნულია, რომ "უცნობი" ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოძალადეების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა 2024 წელს, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია და 30%-ს შეადგენს. თითქმის სამჯერ გაიზარდა ამავე კატეგორიის კრიმინალების მიერ ჩადენილი ძარცვის შემთხვევები.