1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი დაკავებულ პოზიციაზე რჩება. ამ ინფორმაციას გამოცემა დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
"ბოროს ჯონსონმა მიიღო პარტიის ნდობის ვოტუმი და რჩება პრემიერ-მინისტრად!"
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი დაკავებულ პოზიციას 211 მხარდამჭერის მიერ გამოცხადებული ნდობით ინარჩუნებს. პრემიერის თანამდებობიდან გადაყენების მომხრე 148 იყო.
ცნობისთვის, კენჭისყრა დიდ ბრიტანეთში ე.წ. ფართიგეითის სკანდალს უკავშირდებოდა, რომელიც პანდემიის დროს, ბრიტანეთის მთავრობისა და კონსერვატიული პარტიის წევრების მონაწილეობით რეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებს ეხება.