ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედი M270 სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას გაუგზავნის, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, რომ თავდაპირველად უკრაინაში 3 M270 ტიპის სარაკეტო სისტემა გაიგზავნება.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, ამ ტიპის სარაკეტო სისტემები უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში დაეხმარება.
"როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი გამშვების სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ", - ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმუქრება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას უფრო შორი რადიუსის რაკეტებს მიაწვდის, დაარტყამს ისეთ ადგილებს, რომლებიც ჯერ არ გამხდარან რუსული თავდასხმის მსხვერპლი.