ბრიტანელ კაცს სამი პენისი აღმოაჩნდა - ექსპერტების თქმით, ისტორიაში, ეს „ტრიფალიის“ მეორე შემთხვევაა

პალატა

ბირმინგემელი მამაკაცი, რომელიც დაიბადა სამი პენისით, მხოლოდ მეორე ადამიანია, რომელსაც ოდესმე დაუდასტურდა უცნაური დეფორმაცია, ამბობენ ექიმები.

ექიმების თქმით, სამიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ფუნქციონალური, მათ სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნეს დაავადების უჩვეულოდ იშვიათი შემთხვევის აღწერა, რომელიც ცნობილია როგორც ტრიფალია.

დანარჩენი ორი პენისი მიმაგრებული იყო სკროტალური ტომრის კანზე, რომელიც შეიცავს სათესლე ჯირკვლებს.
78 წლის მამაკაცის ასეთი ანომალია მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც მან გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი მეცნიერებას გადასცა.

ითვლება, რომ მამაკაცს შეეძლო მთელი ცხოვრება ისე ეცხოვრა, არ სცოდნოდა მისი "აღსანიშნავი ანატომიური თვისებები".
ბირმინგემის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექიმებმა განაცხადეს, რომ ყოველი ხუთი მილიონიდან ერთი ბიჭი იბადება ერთზე მეტი პენისით. მსოფლიოში დიფალიის 100-ზე მეტი შემთხვევაა - ორი პენისი.

მაგრამ ეს ადამიანი მხოლოდ მეორეა, ვისაც ტრიფალიის დიაგნოზი დაუსვეს.

ინდოეთში ერთი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა 2015 წელს, მაგრამ ექსპერტებმა ვერ დაადასტურეს ამბავი, რადგან ის არასოდეს ყოფილა დეტალურად აღწერილი სამედიცინო ჟურნალში.
პირველი შემთხვევა დადასტურდა მოხსენებაში 2020 წელს, ერაყის ქალაქ დოჰუკიში და ბიჭი სამი თვის იყო.

უროლოგებმა აღმოაჩინეს, რომ არცერთ ზედმეტ პენისს არ ჰქონდა ურეთრა, მილი, რომლითაც შარდი გადის და გადაწყვიტეს, რომ ოპერაცია საუკეთესო ვარიანტი იყო.

Journal of Medical Case Reports-ში, ექიმებმა განაცხადეს, რომ მამაკაცს შეეძლო ეცხოვრა "ფუნქციური დაქვეითებით".

ეს შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციები, ერექციული დისფუნქცია ან ნაყოფიერების პრობლემები.

დისპარეუნია - გახანგრძლივებული ან განმეორებადი ტკივილი სასქესო ორგანოებში, რომელიც ხდება სექსის წინ, სექსის დროს ან მის შემდეგ, ასევე შეიძლება იყოს პრობლემა, თუ გავითვალისწინებთ "მეორადი და მესამეული პენისების შესაძლო ერექციას", დასძინეს მათ.

მეცნიერები დღემდე ვერ ხვდებიან დამატებითი პენისების გაჩენის მიზეზს, რომლის პირველი შემთხვევა 1600-იან წლებში დაფიქსირდა.

არ არსებობს ერთი ცნობილი რისკის ფაქტორი, მაგრამ ითვლება, რომ ის შემთხვევით ხდება სასქესო ორგანოების განვითარებისას, საშვილოსნოში.