ბრაზილიის სამთავრობო შენობები პოლიციამ დაიკავა - დაკავებულია შტურმში მონაწილე სულ მცირე 400 ადამიანი

ბრაზილია

ბრაზილიის სამთავრობო შენობები ქვეყნის პოლიციამ დაიკავა, დაკავებულია სულ მცირე 400 ადამიანი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შემდეგ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. სამთავრობო შენობების შტურმის შედეგად, ადმინისტრაციული ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს ფაშისტები უწოდა და თქვა, რომ შენობებზე იერიშში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. ბრაზილიის მთავრობა მიიღებს მეტ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის დედაქალაქის დაცვის გაძლიერებას.

სამთავრობო შენობებზე შტურმს ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გამოეხმაურა და აქციის მონაწილეების მოქმედება დაგმო. ბრაზილიის სამთავრობო შენობებში შეჭრა ასევე დაგმეს აშშ-მა და გაერო-მ.