ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი სიმდიდრისთვისაა გაჩენილი: ვინ და როგორ გახდება მილიონერი
1739111401
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, რვა მეოთხედფინალისტიდან ექვსის ვინაობაა ცნობილი. ხორვატიისა და ბრაზილიის ნაკრებებმა მერვედფინალი წარმატებით დაძლიეს და მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ხორვატებმა იაპონიის ნაკრებთან შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დაასრულეს და მიმდინარე ჩემპიონატის პირველ პენალტების სერიაში იმარჯვეს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ბრაზილიელებმა კი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს სამხრეთ კორეა.
მერვედფინალის ბოლო ორი მატჩი დღეს გაიმართება. 19:00 საათიდან ესპანეთისა და მაროკოს ნაკრებები ითამაშებენ, 23:00 საათიდან - პორტუგალია და შვეიცარია.
ხორვატიისა და ბრაზილიის ნაკრებებამდე, მეოთხედფინალში თამაში გაინაღდეს ნიდერლანდებმა, არგენტინამ, საფრანგეთმა და ინგლისმა.