1773348202
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ იცის, დაამხობს თუ არა ირანელი ხალხი რეჟიმს - „თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ, დალიოს“
არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ირანელი ხალხი აჯანყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის რეჟიმის დასამხობად პირობებს შექმნის, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
„თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ მას, დალიოს“, - ამბობს ნეთანიაჰუ. „ჩვენ შევქმნით ოპტიმალურ პირობებს ამისათვის, მათ შორის საჰაერო დარტყმების მეშვეობით - როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ და როგორც ამ დღეებში ვაკეთებთ - რათა ვცადოთ და მივცეთ მათ ქუჩაში გამოსასვლელად საჭირო სივრცე“.
კითხვაზე, გახდება თუ არა მისი სამიზნე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, ნეთანიაჰუ პასუხობს: „მე არცერთი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის სახელზე სიცოცხლის დაზღვევის პოლისს არ გავაფორმებდი“.











