ცნობილია, 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ვინაობა
1740385707
საქართველოს 40-მდე მოქალაქე კვლავ სუდანში რჩება. ევაკუაციისთვის სახელმწიფო კერძო კომპანიების ჩართულობით ვითარების დასტაბილურებას ელოდება. დაპირისპირების ზონაში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ ვითარება მათთან ახლოს რთულდება. დღეს მოსალოდნელია ელექტროენერგიის გათიშვა.
სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება 15 აპრილს გამწვავდა. მიზეზი ქვეყნის სამოქალაქო მმართველობასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა.
დედაქალაქ ხართუმში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ადგილზე სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებიან. ისინი ავიაკომპანია „მაივეისა“ და „ჯეოსქაის“ თანამშრომლები არიან. კომპანიებში ამბობენ, რომ მათ თანამშრომლებს ამ ეტაპზე საკვები და სასმელი წყალი აქვთ. რაც შეეხება ევაკუაციას, საკითხი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.