„გემუდარებით მითხარით, რას შეეწირა ჩემი სიცოცხლით სავსე ბიჭი...“ - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა

გიორგი აბულაძე

„კვირის პალიტრა“ აქვეყნებს წერილს, რომელიც რედაქციას გაუგზავნა შვილმკვდარმა მამამ.

წერილში მამა შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. რომელიც 2013 წლის ივნისი, მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში მოხდა.

"მეათე წელია, არ გავჩერებულვარ, ყოველთვე ყველა უწყებაში დავდივარ, ვაწუხებ ყველა თანამდებობის პირს. ყველამ იცის ჩემი შვილის საქმე, მაგრამ საშველი არ არის, არავინ გამოჩნდა, რომ ამ საქმეს მიხედოს. შარშან, მაისში, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დაავალა ქუთაისის პროკურატურას, მიხედეთ ამ საქმესო, ცოტა ხნის წინ ისევ შევხვდი ქუთაისის პროკურორს, ამბობს ვიძიებთო, მივწერეთ თურ­ქეთსაც და რუსეთსაცო. მარტოხელა კაცი ვარ, ჩემს შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე სიმართლე.

ჩემი გიორგი 1991 წლის 28 იანვარს დაიბადა, იურისტი იყო. ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონი. ფიზიკურად ძალიან მომზადებული იყო. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ ხელშეკრულებით მსახურობდა ქუთაისის სამხედრო პოლიციაში. ხელმძღვანელობა ხშირად აჯილდოებდა მედლებითა და სიგელებით. მერე გადაიყვანეს კადეტთა კორუსში, 2013 წელს ჩემთვის გაუგებარი მიზეზით წამო­ვიდა კადეტთა კორპუსიდან და ამის შემდეგ გადაწყვიტა სამუშაოდ წასვლა იტალიაში, მაგრამ ვიზის უქონლობის გამო ვერ შეძლო. თურქეთში წავიდა, იქიდან აპირებდა იტალიაში წასვლას.

ანთალიაში სასტუმროში მუშაობდა, აეროპორტში ხვდებოდა ტურისტებს და ისინი სასტუმროში მიჰყავდა. 2013 წლის 1-ლ ივნისს ანთალიის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთდროულად რამდენიმე ფრენა შესრულდა, მათ შორის იყო იტალიის რეისიც. თვითმფრინავი რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა. როდესაც თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, ტექნიკურმა სამსახურმა თვითმფრინავი დაათვალიერა და შასის განყოფილებაში რკინის ძელზე ქამრით მიბმული ჩემი შვილის ცხედარი იპოვა.

როგორც ექსპერტი­ ამბობს, ორი კვირის გარდაცვლილი­ იყო. მოსკოვის საერთაშორისო რეგიონული სატრანსპორტი პროკურატურა მპირდებოდა, რომ დაიწყებდა გამოძიებას, მაგრამ პასუხი რომელიც გამომიგზავნეს, ეს არის მხოლოდ პასუხისმგებლობისგან თავის დახსნა. მე მაინტერესებს, საიდან მოხვდა ჩემი შვილი უვიზოდ, უბილეთოდ, ყოველგვარი სამგზავრო წესების დარღვევით იმ ავიალაინერზე და თან შასის ქვეშ, ტექნიკურ განყოფილებაში, მაშინ, როდესაც თითოეული მგზავრი ათასგვარ შემოწმებას გადის? თუკი უნებართვოდ შეიპარა, რატომ არავინ შეამოწმა? ვფიქრობ, აეროპორტში მოკლეს და მერე შეიტანეს ცხედარი თვითმფრინავში. მაგრამ ესეც ხომ უნდა ენახა აეროპორტის დაცვას? როგორ წარმოგიდგენიათ, რიგითი მგზავრი უკონტროლოდ მოხვდეს ავიალაინერზე, მით უმეტეს, როცა აეროპორტში ყველგან უამრავი სათვალთვალო კამერაა.

მაინტერესებს, სად არის ამ კამერების ჩანაწერები, იქ ხომ უნდა გამოჩნდეს როგორ გადაადგილდება? გემუდარებით მითხარით, რას შეეწირა ჩემი შვილი. განაგრძეთ კითხვა