ბოლო 24 საათში საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდამდე სიმძლავრის 794 მიწისძვრა დაფიქსირდა

მიწისძვრა

როგორც volcanodiscovery.com იუწყება, ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში დაფიქსირდა 794 მიწისძვრა 5,1 მაგნიტუდამდე.

მათ შორის: 1 მიწისძვრა 5 და მეტი მაგნიტუდით, 23 მიწისძვრა, სიძლიერე 4-დან 5 ქულამდე, 214 მიწისძვრა, სიძლიერე 3-დან 4 ქულამდე და  459 მიწისძვრა, სიძლიერე 2-დან 3 ქულამდე. 

ამ დროისთვის, აღნიშნული მიწისძვრების შედეგად სერიოზული ზიანი ან დაშავებულები არ დაფიქსირებულა. სეისმოლოგები განაგრძობენ სიტუაციის მონიტორინგს.