Bloomberg: უკრაინის დელეგაცია წიაღისეულის შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად აშშ-ს 11-12 აპრილს

წიაღისეული

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია აშშ-ს 11-12 აპრილს ეწვევა და იშვიათი წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები იქნებიან. როგორც წყარო Bloomberg-ს უყვება, დელეგაციაში არ იქნებიან პოლიტიკოსები, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით ტექნიკურ კონსულტაციებს არ საჭიროებს.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ კონსულტაციებისთვის კიევმა საერთაშორისო იურიდიული კომპანია დაიქირავა.