გარდაიცვალა „რა სად?როდის?" წევრი ბესიკ ბუთურიშვილი
1731651782
ევროკავშირი ემზადება, რომ გადააფასოს მისი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, ეს 19 ნოემბერს გასამართ ევროკავშირის სამიტზე მოხდება.
„ევროკავშირი ფასეულობების გადახედვისთვის ემზადება. მის ლიდერებს მსოფლიოში ევროპისთვის ადგილის მოძიება სურთ. ეს კი ორგანიზაციის მის უახლოეს მოკავშირესთან - აშშ-თან - ურთიერთობების გადაფასებას ნიშნავს. ისინი ამით ბრიუსელში 19 ნოემბერს ლანჩის დროს დაკავდებიან“, - წერს Bloomberg-ი.
როგორც სააგენტო ამტკიცებს, 19 ნოემბერს გასამართ სამიტზე ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ლიდერები აგრეთვე დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების გამოცოცხლების შესაძლო გზებს განიხილავენ.