ბერლინის აეროპორტმა დრონის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

კო

 გერმანიის დედაქალაქის ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტმა უპილოტო საფრენი აპარატის გამო ფრენები დროებით შეაჩერა.

არსებული ინფორმაციით, დრონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 20:00 საათზე შენიშნეს. ამის შემდეგ გერმანიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავდაპირველად ჩრდილოეთის,მოგვიანებით კი სამხრეთის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჩაკეტა. შეზღუდვები 21:05 საათზე მოიხსნა.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ბერლინის აეროპორტი შენიშნული უპილოტო აპარატების რაოდენობით გერმანიაში პირველ ადგილზეა. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში დისპეტჩერულმა სამსახურმა 28 დრონი დააფიქსირა, რის გამოც აეროპორტის მუშაობა შვიდჯერ შეიზღუდა. შედარებისთვის, მთელი 2025 წლის განმავლობაში ბერლინის აეროპორტსა და მის მიმდებარედ მხოლოდ 8 დრონი იყო დაფიქსირებული.

2026 წლის აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის „ან-124“-ის სიახლოვეს, რომელსაც საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ადგილზე რამდენიმე დრონი იმყოფებოდა. 1 სექტემბერს გერმანიის ხელისუფლებამ აეროპორტში დივერსიის მცდელობაში ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი. მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.