ბენზემა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში დაადანაშაულეს

ბენზემა

მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად, საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადის“ ფეხბურთელი, კარიმ ბენზემა საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელდა.

ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ კონფლიქტში ფრანგმა ფეხბურთელმა პალესტინელების მისამართით მხარდაჭერა გამოხატა, რის გამოც ბენზემამ მთელი მსოფლიოდან დიდი კრიტიკა მიიღო.

ბენზემას განცხადება შეუმჩნეველი არ დარჩენია საფრანგეთის ხელისუფლებას და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინიმ ფრანგი ფეხბურთელი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში დაადანაშაულა.

დარმანინი CNews Network-ზე ამბობს, რომ კარიმ ბენზემას ე.წ. მუსლიმთა საძმოსთან აქვს კავშირი.

ფრანგმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ღაზას სექტორში დაბომბვის შეჩერებას მოითხოვს.

„ახლა, ჩვენი ლოცვა ღაზას მაცხოვრებლებისკენ არის მიმართული, რომლებიც კიდევ ერთხელ გახდნენ უსამართლო დაბომბვის მსხვერპლნი. ისინი ქალებსა და ბავშვებსაც არ ინდობენ“, - წერდა ბენზემა.

ასევე ნახეთ:

ვინ არიან „ჰამასის“ ლიდერები და რა არის მათ შესახებ ცნობილი - ვრცლად

„ყველა ქალს და გოგოს მადლობა, რომ თვალები ამიხილეთ“ - თი მაჭავარიანი მეუღლეს დაშორდა

„შარშან გაათხოვეს... ნაადრევი ქორწინების მსხვერპლია“ - ახალი დეტალები მე-8 კლასელზე, რომელმაც ბავშვი გააჩინა