„ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, გრაცის „შტურმის“ ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ - საქართველოში ავსტრიის საელჩო

ოთარ კიტეიშვილი

საქართველოში ავსტრიის საელჩო სოციალურ ქსელში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ალბანეთთან მატჩს ეხმაურება და გულშემატკივარს გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ საქართველოს ეროვნული ნაკრებსა და მის ყველა გულშემატკივარს ერთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მეორე ბრწყინვალე გამარჯვებას.

განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, ჩემპიონი კლუბის, გრაცის „შტურმის“ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ და 2023/2024 წლის სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელით, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა.

წარმატებები სამომავლო შეხვედრებში“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.