მეცნიერები მუშაობენ ტვინის იმპლანტზე, რომელიც დეპრესიის დაძლევაში დაგვეხმარება

ტვინის იმპანტი

აშშ-ის სენტ-ლუისის მკვლევრებისა და ექიმების ჯგუფი მუშაობს ტვინის იმპლანტზე, რომელიც დეპრესიის დაძლევაში დაგვეხმარება. ცდები 2022 წლის სექტემბერში დაიწყო, თუმცა დამაიმედებელი შედეგები, ტესტირების მეორე ფაზაში აჩვენა.

მკვლევრები აცხადებენ, რომ დეპრესიის შემსუბუქება და მისი განკურნება ელექტრული იმპულსების გზით იქნება შესაძლებელი, რაც დეპრესიის დამარცხების იმაზე მოკლე და მარტივი გზაა, ვიდრე ტრადიციული მეთოდები - ფსიქოლოგია და ფსიქიატრია.