ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აქცია გაიმართა

ისრაელიხ

 იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მიმდინარე აქცია პოლიციამ დაშალა. ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები მთავრობის შეცვლასა და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

„ჩვენ მათ არ მივატოვებთ”, – სკანდირებენ დემონსტრანტები.