ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება - ნახეთ, დეტალები

ნო

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. როგორც მთავრობის ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.

„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე - საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.