ვინ არის გიორგი გველესიანის უმშვენიერესი მეუღლე

გველისიანი

გიორგი გველესიანი ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა. პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. 

გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. გიორგი გველესიანის დედა, ლელა გრძელიშვილი, ჟურნალ "გზასთან" საუბრისას მისი ოჯახის შესახებ საუბრობდა:

"გიორგის ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ლინდა კიკოლაშვილი. რომ ველაპარაკე, მითხრეს, ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო. მან ხომ იცის გიორგის განწყობა. ისეთი მოწყურებული იყო თამაშს, მოედანზე შევარდა…

3 შვილი ჰყავს, მათ შორის, 2 – პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა, საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ბავშვებთან ახლოს ვერ არის, მათი აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია. ყველა დეტალი იცის. მშობელთა ჯგუფშია გაწევრებული და ყველაფრის საქმის კურსშია. ბიჭი ფეხბურთზე დადის და იცის, რომელ დღეს, რომელ საათზე აქვს ვარჯიში. ასე შორს იყო ამდენი წელი და შვილების ყველა ნაბიჯი იცოდე? გიორგისნაირი მამა არც შემხვედრია…“ - ამბობდა ის.