ბეირუთში ისრაელის დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი დაშავდა

ბეირუთი

ბეირუთში მდებარე სასტუმროზე ისრაელის დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი დაშავდა. ამის შესახებ ,,ბიბისი“ წერს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთში ,,ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძირითადი მეთაურების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ,,ყუდსის ძალების“ წევრები ლიბანის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ „ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების განსახორციელებლად“.