1772916489
ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს
ისრაელის სამხედროები აპირებენ დაარტყან ხამენეის მემკვიდრეს და ლიდერის შერჩევის პროცესში ჩართული პირებს. ამის შესახებ კვირას გავრცელებულ გაფრთხილებაშია ნათქვამი, იუწყება CNN-ი.
"ტირან ხამენეის დამხობის შემდეგ, ირანის ტერორისტული რეჟიმი ცდილობს გადაჯგუფებას და ახალი უზენაესი ლიდერის არჩევას“, - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ისრაელის სახელმწიფო გააგრძელებს მემკვიდრის და ყველა იმ პირის დევნას, ვინც მის დანიშვნას შეეცდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მემკვიდრის შერჩევის შეხვედრაზე დამსწრე პირებიც გააფრთხილა: "ჩვენ, უყოყმანოდ, თქვენც ამოგიღებთ სამიზნეში. ჩათვალეთ, რომ გაფრთხილებული ხართ", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ახლოსაა უზენაესი ლიდერის არჩევასთან.












