1772995280
რუსთავში ქალები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
რუსთავში ქალები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსთავი მოლში, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტთან ქალებს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით მოხდა ქალების გამოკითხვა და მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.







