1737489630
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: საქართველოში ეუთომ შეძლო იმის დადასტურება, რომ არჩევნები საერთო ჯამში სწორად ჩატარდა
საქართველოში ეუთომ შეძლო იმის დადასტურება, რომ არჩევნები საერთო ჯამში სწორად ჩატარდა, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.
„საქართველოში ეუთომ შეძლო იმის დადასტურება, რომ არჩევნები საერთო ჯამში სწორად ჩატარდა. ეს არ უარყოფს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და ჩვენ დავგმეთ რამდენიმე კანონი, რომელსაც არ ვეთანხმებით. მაგრამ ამავე დროს, მიუღებელია ევროპული ელიტების სურვილი, შეცვალონ არჩევნების შედეგი, როდესაც ეს არ ემთხვევა ნატოს საგარეო პოლიტიკის არჩევანს. პრეზიდენტის ლეგიტიმაციამდეც კი მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა კანონის თანახმად ამოიწურა“, - აღნიშნა დანილო დელა ვალემ.