ბავშვი გალიაში ჩაკეტეს და 6 წლის ასაკიდან აიძულეს, ტყვეობაში მყოფი ცხოველივით ეცხოვრა - პასუხისგებაში 6 ქალი მისცეს

ძალადობა

7 წლიანი საშინელება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 13 წლის მოზარდისთვის, რომელმაც სიცოცხლის უმეტესი ნაწილი დედის მიერ აშენებულ იმპროვიზებულ ხის გალიაში გაატარა. საშინელი ამბავი ვენესუელიდან - ოჯახიდან 6 ქალი გახდა ბავშვის ჯალათი. ისინი ყველა დააკავეს და გენერალურმა პროკურორმა შემაშფოთებელი და შოკის მომგვრელი ამბის ზოგიერთი დეტალი სოციალურ ქსელში გააზიარა.

პროკურორმა ტარეკ უილიამ სააბმა გაავრცელა გალიის ფოტო, რომელშიც ბავშვი იყო. დამნაშავეებს ბრალი სისასტიკეში და შეთქმულებაში წაუყენეს“.
სასტიკი მოვლენა მოხდა ზუსტად ქალაქ არარას ღარიბ უბანში და ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვი გალიაში ჩაკეტეს და 6 წლის ასაკიდან აიძულეს, ტყვეობაში მყოფი ცხოველივით ეცხოვრა. როგორც ჩანს, ბავშვსაც ხშირად აჭმევდნენ, ალბათ იმისთვის, რომ ვინმეს არ გაეგონა მისი ტირილი.

ექვს ქალს, მათ შორის დედას, ახლა მოუწევს პასუხისგება 6 წლის ასაკიდან შეურაცხყოფისა და შეთქმულებისთვის, ახალგაზრდა ბიჭის საშინლად წამებისთვის.