ბაიდენის განცხადებით, თუ ისრაელი რაფაჰში ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, აშშ მას იარაღსა და საარტილერიო ჭურვებს არ მიაწვდის

ბაიდენი

თუ ისრაელი ქალაქ რაფაჰში ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, ამერიკის შეერთებული შტატები მას იარაღსა და საარტილერიო ჭურვებს არ მიაწვდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ის რაფაჰში ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაციის დაწყებად არ აფასებს, ვინაიდან ისრაელის არმია დასახლებულ პუნქტებში არ შესულა.

„მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ რაფაჰში შევლენ - და ჯერ რაფაჰში არ შესულან - არ მოვამარაგებ მათ იარაღით, რომელსაც ისტორიულად იყენებდნენ რაფაჰში და სხვა ქალაქებში პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გასულ კვირას ვაშინგტონმა, რაფაჰთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, ისრაელს იარაღის ერთი პარტიის მიწოდება უკვე შეუჩერა.