პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხზე საუბრისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმა და აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველ შეხვედრას უმასპინძლა.
"ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. მე პირადად ვესაუბრე თურქეთის მოძმე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომელმაც ჩემთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა შეხვედრაზე მიღწეული შედეგებით" - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ასევე თურქეთის ჩართულობით მშვიდობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.