AXIOS: აშშ და ირანი განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტას ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ

აშშ- ირანი

აშშ და ირანი განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ - ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, ეს მოლაპარაკებები პირდაპირი გზით შედგა თუ მხოლოდ შუამავლების მეშვეობით.

მათ ასევე გააფრთხილეს, რომ გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ამ შესაძლებლობას განიხილავდა როგორც ადმინისტრაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ პირებთან.