არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
ლატვიის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკრაინისთვის იმ სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს, რომლების სახელმწიფოს ეკუთვნის. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
კანონის მიხედვით, უკრაინას შეიძლება ავტომობილები გადაეცეს, რომელთა კონფისკაცია მთვრალი მძღოლებისგან განხორციელდა. კანონი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უფლება აქვს ნასვამ მძღოლებს ავტომობილები ჩამოართვას, გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. დეკემბერში ლატვიურ მედიაში კონფისკაციის პირველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. იგივე ეხება ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაშიც.
ჩამორთმეული მანქანები ლატვიის სახელმნიფო მომსახურების სააგენტოს ავტოსადგომზე დგას. უკრაინისთვის სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა სპეციალური ორგანიზაციის დახმარებით მოხდება, რომელიც უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობს. ეს კიევისგან შესაბამისი განაცხადის მიღების შემთხვევაში მოხდება.