VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა მიიტანა იმ რაიონებზე, სადაც რუსი ოკუპანტები იყვნენ დაჯგუფებული. შედეგად, განადგურებულია ორი მნიშვნელოვანი ობიექტი - ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„საავიაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 13 დარტყმა მიიტანეს ოკუპანტების პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე, ერთი დარტყმა კი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიაყენეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინული მხარის ცნობით, სარაკეტო ჯარების და საარტილერიო დანაყოფების დარტყმის შედეგად, განადგურდა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ოთხი ზონა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექები, საბრძოლო მასალის საცავი და ასევე, ოკუპანტების ორი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი.