იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
ავსტრალიის პრემიერ მინისტრი უკრაინაში იმყოფება. პრემიერმა ბუჩა, ირპენი და ჰოსტომელი მოინახულა. აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში კიევის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსეი კულება ავრცელებს.
ალექსეი კულებას განცხადებით, ეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანიზის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
„ავსტრალია მხარს უჭერს უკრაინას და აქ ჩადენილი დანაშაულებისთვის სამართლიანი სასჯელის დაწესების მხარდაჭერით გამოდის. მადლობას ვუხდი დელეგაციას კიევის ოლქში განხორციელებული ვიზიტის გამო. ომი უკრაინაში, რომელიც ევროპის ცენტრში მიმდინარეობს, მსოფლიოს დღის წესრიგში უნდა დარჩეს“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.