ავსტრალიაში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

ავიაკატასტროფა

ავსტრალიაში, ბაკუს მარშის აეროპორტის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი და თვითმფრინავის ერთადერთი მგზავრი დაიღუპნენ. ინფორმაციას skynews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე, აეროპორტთან არსებულ ველზე ჩამოვარდა.

ავსტრალიის სატრანსპორტო უსაფრთხოების ბიურომ, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაიწყო.