VIDEO: ვხედავ რა არის სიმართლე და სიმართლე ვერ იქნება ის, რომ ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ახალი ძალა, ვერ იქნება სიმართლე, იმიტომ რომ, ნიკა გვარამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პროკურორი, რომელიც თვითონ ქმნიდა შეთითხნილ საქმეებს, მან მოახერხა ის, რომ მთელი მედია აქცია პარტიულ მედიად - სოფო ნიკოლაიშვილი

სოფო ნიკოლაიშვილი

„მე ვხედავ რა არის სიმართლე და სიმართლე ვერ იქნება ის, რომ ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ახალი ძალა, ვერ იქნება სიმართლე, იმიტომ რომ, ნიკა გვარამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პროკურორი, რომელიც თვითონ ქმნიდა შეთითხნილ საქმეებს, მან მოახერხა ის, რომ მთელი მედია აქცია პარტიულ მედიად...“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„ყველა ხელისუფლება და ოპოზიცია მინახავს თითქმის, სამოქალაქო ომი, რომ იყო და ზვიად გამსახურდიას დროს უბრალოდ პატარა ვიყავი, ხელისუფლების პოზიციას კი არ ვიზიარებ მე ვხედავ რა არის სიმართლე და სიმართლე ვერ იქნება ის, რომ ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ეს არის ახალი ძალა, „ლელო“, ვერ იქნება სიმართლე იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პროკურორის მოადგილე, ყოფილი პროკურორი მოკლედ, რომელიც თვითონ ქმნიდა შეთითხნილ საქმეებს, თვითონ ამონტაჟებდა ამ ფილმებს, რომლებიც აბსოლუტურ ტყუილზე იყო აგებული, მერე მან მოახერხა ის, რომ მთელი მედია აქცია პარტიულ მედიად. ის ყოველთვის რჩებოდა პოლიტიკოსად მაშინ, როდესაც მედია მენეჯერად მოვიდა“ - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.